რეზონანსი
10.10.2018

 თბილისის პროკურატურაში ლევან ყიფიანის დაკითხვა 5 საათის განმავლობაში მიიმდინარეობდა. როგორც მან შენობიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა,  გამოკითხვა დამღლელი იყო. მან პირობა დადო, რომ ოთხშაბათს ყველა არსებულ კითხვას გასცემს პასუხს. კონკრეტულად რომელ საათზე და სად გამართავენ ყიფიანი და მისი ადვოკატი პრესკონფერენციას, უცნობია.

ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ კი აღნიშნა, რომ პროკურატურას ლევან ყიფიანთან შეკითხვები ძირითადად ახალ გარემოებებზე ჰქონდა. მან გამოკითხვის პროცესის  და პროკურორების კრიტიკისგან თავი შეიკავა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×