რეზონანსი
10.10.2018

 მეუფე პეტრემ გადაცემა “თავისუფალ სივრცეში” დაუფარავად განაცხადა, რომ ონკოლოგიურ ავადმყოფობას ნამდვილად კურნავს მარიხუანას ზეთი:

“არის პრეცედენტი, პირადად ვიცნობ ადამიანებს რომლებიც განკურნებულან. ვიცნობ ადამიანს, რომელიც მკურნალობს ამ მეთოდით და აქვს შედეგი. ვიცი ასევე შემთხვევები რომელიც აი, იმის გამო რომ შეუძლებელი იყო მოპოვება ამ ნივთიერების, მიუხედავად იმისა რომ პროგრესი იყო დაწყებული მკურნალობისა, ვერ ჩამოესწრო და დავუშვათ ადამიანი გარდაიცვალა, მიუხედავად პროგრესისა და გამოჯანმრთელების პროცესის დაწყებისა, მაგრამ ეს შესასწავლი თემაა. ლაბორატორიულად, ეროვნულად, სახელმწიფოებრივად უნდა შევისწავლოთ ეს ყველაფერი და შემდეგ მივიღოთ მხოლოდ ცივი გონებით გადაწყვეტილებები. უფრო მეტი გონიერება იქნება ის, რომ აღიარონ შეცდომა და კანონპროექტი იყოს გამოთხოვილი. შეუძლებელია რამე კონპრომისი ამ თემაზე არსებობდეს” - განაცხადა მეუფე პეტრემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×