„გამოძიება მიმდინარეობს და მის შედეგად დადგინდება მხარეთა ბრალეულობა. ვაჟა-ფშაველას გამზირზე ფეხით მოსიარულეთათვის ე.წ. ზებრა გადასასვლელზე პირი არ გადადიოდა," - თბილისში, ვაჟა-ფშაველას განზირზე, სამედიცინო უნივერსიტეტთან გუშინ მომხდარ ავტოავარიის შესახებ „რეზონანსს" შსს-ში განუცხადეს.
„დაზარალებულია ახალგაზრდა მამაკაცი, რომლის ჯანმრთელობას ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება. მძღოლი ადგილზეა დაკავებული და გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო," - „რეზონანსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა განუცხადა.
თვითმხილველების ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ახალგაზრდა მამაკაცი ქუჩაზე გადარბოდა.
„ირგვლივ იმდენი სისხლი იყო, რომ ხალხი ახლოს ვერ მიდიოდა. სასწრაფომ გადაიყვანა", - განუცხადა „რეზონანსს" ერთ-ერთმა თვითმხილველმა.