რეზონანსი
11.10.2018

 პირებს, რომელთა ძირითადი საქმიანობა სატაქსო მომსახურება  არ იქნება, შეეძლებათ სხვა ფერის მანქანებითაც იმოძრაონ. თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი მამუკა მუმლაძე ასეთი ინიციატივით საკრებულოს სატრანსპორტო კომისიის სხდომაზე წარსდგა. წინადადებას საკრებულომ მხარი დაუჭირა. 

„ტაქსების რეფორმის დაანონსებისთანავე ვთქვით, რომ ეს არ უნდა იყოს ტვირთი ადამიანებისთვის. ჩვენი მიზანი არ არის, რომ ბაზარზე ტაქსების რაოდენობა შემცირდეს. ტაქსები ბაზარმა მოამრავლა თვითონ და იყო მიზეზები, რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტის განუვითარებლობასთან იყო კავშირში. 

ჩვენ წარმოვადგინეთ ალტერნატივა - B კატეგორიის ტაქსები, რომელიც ვიზუალში არ არის ტაქსი და „ქოლცენტრების“ მეშვეობით ღებულობს კლიენტებს და ემსახურება მათ. ამას ახერხებენ სამსახურამდე ან სამსახურის შემდეგ. მათ თავისუფლად შეუძლიათ B კატეგორია მოიპოვონ“,- აცხადებს მამუკა მუმლაძე. 

მისივე თქმით, რაც შეეხება A და B კატეგორიებს შორის განსხვავებას, მამუკა მუმლაძე განმარტავს, რომ B კატეგორიის მქონე მძღოლებს არ ექნებათ გარკვეული პრივილეგიებით სარგებლობის საშუალება. 

„მათ არ ექნებათ საშუალება ისარგებლონ ტაქსის გასაჩერებელი უფასო ადგილებით, მათ არ ექნებათ რეკლამის განთავსების უფლება და ა.შ.“,- აცხადებს მამუკა მუმლაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×