რეზონანსი
11.10.2018

 ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზში მცხოვრებმა კაცმა საკუთარი სახლი იმ დროს დაწვა, როცა ოჯახის წევრები სახლში იმყოფებოდნენ. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. როგორც მეზობლები აცხადებენ, კაცს შვილთან კონფლიქტი ხშირად ჰქონდა და შესაძლოა სახლის დაწვის მიზეზი სწორედ ეს დაპირისპირება გამხდარიყო.

შემთხვევის ადგილზე ოთხი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა, თუმცა ორსართულიანი სახლი თითქმის მთლიანად დაიწვა.

გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×