რეზონანსი
12.10.2018

 მიტროპოლიტი მელქისედეკი (დიაკონიძე) საუბრობს იმ მძიმე ვითარებაზე, რაც დღეს ახალგაზრდებში და მათ შორის სასულიერო პირების შვილების ირგვლივ ტრიალებს: 

"ახლა არ იქნება ახლა ჩემგან ამაზე საუბარი ლამაზი, მაგრამ ყველამ თავის სულში ჩაიხედოს. რამდენიც გინდა, იმდენი სასულიერო პირის შვილს ვიცნობ, რომლებიც მაინცდამაინც კარგ გზას არ ადგანან. არ ვერჩი არც მამას და არც შვილს, მაგრამ კომუნისტების დროს ასე იყო, მასწავლებლის შვილს თუ შენიშნავდნენ რამე უმსგავსოს, მასწავლებელს სკოლიდან უშვებდნენ - საკუთარი შვილი ვერ გაგიზრდია და სხვის შვილებთან როგორ შეგიშვათო. კომუნისტებს კი არ შევნატრი, ღმერთმა დამიფაროს, მაგრამ ეს სწორი იდეოლოგია იყო და ასე უნდა მიუდგე ამ სასულიერო პირებსაც. ვისაც თავისი შვილები ვერ დაუცავს და სულიერად ვერ მოუქცევია, ის სხვის შვილებს როგორ მოაქცევს?

დაღუპულია ეკლესიაც და სახელმწიფოც. ეს ეკლესია, სუდარაგადაფარებული ჩაიბარა პატრიარქმა. სუდარა მკვდარს აფარია. რაც შეეხება შედეგს. მთავარი ეგ იყო და არაფერი შედეგი არ მოჰყოლია ეკლესიის გამოსვლას, იმიტომ რომ არ აქვს წონა", - განუცხადა "ალიას" მიტროპოლიტმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×