რეზონანსი
12.10.2018

 ყვარლის მუნიციპალიტეტის მერია სოფელ გავაზში ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახს დახმარებას გამოძიების დასრულებამდე ვერ გაუწევს. როსტომ სესიაშვილის თქმით, ამ დროისთვის გამოძიება მიმდინარეობს, შესაბამისად, უფლება არ გვაქვს, კომისია შევიდეს და ზარალი აღწეროს. 

"სანამ გამოძიება არ დასრულდება ოჯახისგან ვერანაირ განცხადებას ვერ მივიღებთ. ამ შემთხვევასთან დაკავშირებით გაურკვეველი მდგომარეობაა. როგორც ვიცი, ოჯახის წევრები ახლობლებთან არიან გადანაწილებულები. გამოძიების შედეგები გვეტყვის, როგორ და რანაირად უნდა მოვიქცეთ“- განუცხადა "აიპრესს" სესიაშვილმა. 

გუშინ სოფელ გავაზში, შუახნის მამაკაცმა საკუთარი საცხოვრებელი სახლი იმ დროს დაწვა, როდესაც მისი ოჯახის წევრები სახლში არ იმყოფებოდნენ. მეზობლები ამბობენ,რომ მამაკაცს შვილთან დაპირისპირება ხშირად ჰქონდა და არ გამორიცხავენ სახლის დაწვის მიზეზი კონფლიქტი გამხდარიყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×