რეზონანსი
13.10.2018

 შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1973 წელს დაბადებული ზ. შ., ქურდობის და ქურდობის მცდელობის ბრალდებით, სიღნაღის მუნიციპალიტეტში დააკავეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ილიაწმინდაში ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლს ქურდავდა.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. ზ.შ.-მ, ასევე, აღიარა მიმდინარე წელს მის მიერ სიღნაღის რაიონში ჩადენილი კიდევ 5 საცხოვრებელი სახლის ქურდობის ფაქტები.

პოლიციამ, დაკავებულის საცხოვრებელი სახლიდან, ნაქურდალი ნივთების ნაწილი, მათ შორის 2 სანადირო თოფი, ნივთმტკიცებად ამოიღო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×