რეზონანსი
13.10.2018

 (რეზონანსი) საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში მეთერთმეტე კლასელი გოგონა მოიტაცეს. შემთხვევა გუშინ მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი სახლიდან, 12 წლის დის თანდასწრებით მოიტაცეს. ასევე გავრცელებული ცნობით, გატაცებაში 2 პირი მონაწილეობდა.

არასრულწლოვანის ოჯახი თვითმხილველებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ მოზარდი მათი ნაცნობის ავტომობილით გაიტაცეს. ხოლო ვინ არის პირი, ვინც 17 წლის გოგო სავარაუდოდ, ცოლად შერთვის მიზნით მოიტაცა, მათთვის უცნობია.

შსს-მ გამოძიება სსკ-ს 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×