(რეზონანსი) "ყელზე ტელეფონის შნური ჰქონდა შემოხვეული. იქვე ახლოს თმები ეყარა", - ამის შესახებ განცხადებას საბერძნეთში მოკლული 23 წლის ქართველი გოგონას მეგობარი აკეთებს.
"ყელზე ტელეფონის შნური ჰქონდა შემოხვეული. სხეულზე სილურჯეები და სიაშავეები აღენიშნებოდა. პოლიციამ გადგვიდასტურა, რომ საქმე თვითმკვლელობასთან არ გვაქვს და ეს განზრახ მკვლელობააო. ხელებზე მოტეხილობები აღენიშნებოდა. იქვე ახლოს თმები ეყარა და ასევე სახის არეში დაზიანენები აღენიშნება.
"ბავშვთან დაკავშირებით, პოლიციამ დაადასტურა, რომ დამამშვიდებელი აბების ზემოქმედების ქვეშ იყო და შესაბამისად საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა სტაბილურია", - ამბობს მოკლულის მეგობარი ქეთი ძიგუა "იბერიასთან".
კიდევ ერთი ქართველი ემიგრანტის თამუნა კახიძის განცხადებით, "სოფო წიკლაური აწამეს და ბავშვი ამ ყველაფერს უყურებდა".
23 წლის სოფო წიკლაური საკუთარ სახლში გარდაცვილი იპოვეს. გოგონას ორი თვის შვილი დარჩა.