რეზონანსი
13.10.2018

 (რეზონანსი) ტელეკომპანია "რუსთავი 2"- ის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმაში ბრალდებული ჩინური კომპანიის წარმომადგენლებს აღკვეთის ღონისძიებას დღეს შეუფარდებენ. დაცვის ხმარე ბრალდებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვს.

ადვოკატის თქმით, ჩინეთის მოქალაქეები ბრალს აღიარებენ და აცხადებენ, რომ მათსა და "რუსთავი2"- ის გადამღებ ჯგუფს შორის დაპირისპირება ენის ბარიერმა გამოიწვია.

"ისინი შეცდნენ და ინანიებენ. მოხდა ინციდენტი, რომლისგანაც არავინაა დაზღვეული. ისინი ლაპარაკობდნენ ჩინურად, ჩვენები ქართულად, ვერ გაიგეს. ისინი ეუბნებოდნენ, რომ ტერიტორია დაეტოვებინათ და მოხდა ინციდენტი. ისეთი სერიოზული რამ, რომ სპეციალურად ვინმეს გაეკეთებინა, ან ვინმეს მიმართ ინტერესი ჰქონოდა, ასეთი არაფერი ყოფილა," - აცხადებს ადვოკატი ოლეგ გრძელიძე.

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×