რეზონანსი
13.10.2018

 სახელმწიფო რეკეტის საქმეზე მორიგი სკანდალური ჩანაწერი გახდა ცნობილი, რომელიც ყოფილი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის მიერ ლევან ყიფიანის სარდაფში ჩაყვანის ეპიზოდს ეხება. ჩანაწერში, ფარცხალაძის მხრიდან ზეწოლის დეტალებს თავად ლევან ყიფიანი ჰყვება.

ყიფიანი ამბობს, რომ ფარცხალაძესთან, მის კუთვნილ ოფისში თავად მივიდა, უთანხმოებისას შეაგინა, რის შემდეგაც ის სარდაფში ჩაიყვანეს, გააკავეს და მასზე ფიზიკურად იძალადეს.

ჩანაწერებიდან ასევე ირკვევა, რომ ხელჩართული ჩხუბის შესახებ ინფორმაცია ჰქონდა ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილსაც.  ყიფიანი ჩანაწერებში ამბობს, რომ ის ივანიშვილს შეხვდა და სარდაფის ინცინდენტი მთელი სიმძაფრით მოუყვა, თუმცა ექსპრემიერი დაინტერესდა პირველი რომელმა შეაგინა და იყო თუ არა ეს ყიფიანი.

ჩანაწერის კიდევ ერთ ეპიზოდში ისმის ორი გვარი ესენი არიან - ბიზნემენი "ზარალა" იგივე გიორგი რამიშვილი და პოეტი დავით მაღრაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×