რეზონანსი
14.10.2018

 წყნე­თის სამ­თავ­რო­ბო აგა­რა­კებ­ზე ბევ­რი ფე­შე­ნე­ბე­ლუ­რი და კარ­გად გა­რე­მონ­ტე­ბუ­ლი კო­ტე­ჯია, სა­დაც, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მთავ­რო­ბის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი ცხოვ­რობ­დნენ. “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” მმარ­თვე­ლო­ბის დროს­ვე აშენ­და წყნეთ­ში 6 ახა­ლი კო­ტე­ჯი.

 ტე­რი­ტო­რი­ის ზე­დამ­ხედ­ველ­ების თქმით მათ 2013 წლი­დან სა­ხელ­მწი­ფოს­გან აგა­რა­კე­ბის გა­ქი­რა­ვე­ბის ნე­ბარ­თვა მი­ი­ღეს. ყვე­ლა­ზე ია­ფ­ფა­სი­ა­ნი კო­ტე­ჯის ქი­რა­ო­ბა თვე­ში 2500 ლარი ღირს, ყვე­ლა­ზე ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი კი პარ­ლა­მენ­ტის ყო­ფი­ლი თავ­მჯდო­მა­რის და­ვით ბაქ­რა­ძის აგა­რა­კია, რო­მე­ლის ქი­რა­ო­ბაც თვე­ში 7500 ლა­რად არის შე­საძ­ლე­ბე­ლი. და­ვით ბაქ­რა­ძის აგა­რა­კი 6 სა­ძი­ნებ­ლი ოთა­ხის­გან შედ­გე­ბა, ყვე­ლა სა­ძი­ნე­ბელს თა­ვი­სი აბა­ზა­ნა აქვს, არის ჯა­კუ­ზიც.

 ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­უ­ლია თბი­ლი­სის ყო­ფი­ლი მე­რის გიგი უგუ­ლა­ვას აგა­რა­კიც, რო­მელ­საც ულა­მა­ზე­სი ეზო და ბუ­ხა­რი აქვს. გიგი უგუ­ლა­ვას აგა­რა­კის და­ქი­რა­ვე­ბა 6000 ლარი ღირს. "ამბების" ჟურ­ნა­ლის­ტებ­ს არ მიეცათ იმ აგა­რა­კის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის საშუალება, სა­დაც ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი და სან­დრა რუ­ლოვ­სი ცხოვ­რობ­დნენ, რად­გან ორი­ვე კო­ტე­ჯი გა­ქი­რა­ვე­ბუ­ლი იყო.

 ჟურნალისტებმა ვერ შეძლეს ნინო ბურ­ჯა­ნა­ძის ყო­ფი­ლი აგა­რა­კის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბაც, რო­მე­ლიც თა­ვის დრო­ზე პარ­ლა­მენ­ტის ყო­ფილ­მა თავ­მჯდო­მა­რემ სიმ­ბო­ლურ ფა­სად, ერთ ლა­რად შე­ი­ძი­ნა.

რო­გორც ტე­რი­ტო­რი­ის ზე­დამ­ხედ­ველ­მა ოთარ ავა­ზაშ­ვილ­მა განაცხადა, “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლის შემ­დეგ სამ­თავ­რო­ბო აგა­რა­კით არ­ც ერთ მა­ღალ­ჩი­ნო­სანს არ უსარ­გებ­ლია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×