"კომპრომატების ომი, ქუჩის აქციების მცდელობა, ამ ეტაპზე "ოცნების" ხელისუფლებას საფრთხეს ვერ შეუქმნის, მაგრამ თუ "ოცნებამ" რეალური ცვლილებები არ გაატარა, შეიძლება პროცესები უფრო გართულდეს" - ასეთ პროგნოზს აკეთებს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე, რომელსაც "რეზონანსი" ბოლო დღეებში გავრცელებულ სკანდალურ ჩანაწერებთან დაკავშირებთი გაესაურა.
"რეზონანსი": სკანდალურ ჩანაწერში, რომელშიც სავარაუდოდ პროკურატურის მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი საუბრობს, ამბობს, რომ იმდენი იცის, რომ საკმარისია ერთი ორი ფაქტი გაასაჯარავოს და რუსთაველის გამზირი გადაიჭედება, "ქართული ოცნების" ხელისუფლება კი აღარ იქნებაო...
ვახტანგ ძაბირაძე: პროცესები, რომელიც დაიწყო, მეტნაკლებად უმტკივნელოდ ჩაივლის, მაგრამ ეს ის პროცესები არ არის, რომელიც ამ ეტაპზე "ქართული ოცნების" ხელისუფლებას საფრთხეს შეუქმნის, თუმცა, თუ "ოცნებამ" რეალური ცვლილებები არ გაატარა, უახლოეს პერიოდში, შეიძლება პროცესები გართულდეს.
"ქართულ ოცნებას" მართლაც აქვს სერიოზული პრობლემები, კომპრომატებზე არ არის საუბარი და ეს არ არის ამ პროცესის დაწყების ძირითადი მიზეზი.
მიზეზი არის ის, რომ ექვსი წლის განმავლობაში "ოცნებამ" ვერ მოახერხა სერიოზული რეფორმების გატარება. მან მმართველ სისტემას მოაშორა მხოლოდ რეპრესიული ელემენტები, დანარჩენი კი ისე დატოვა, როგორც ეს იყო სააკაშვილის მმართველობის დროს.
"რ": თუმცა, ოპოზიციური პოლიტიკური ძალები აქცენტს ამ ბოლო მოვლენებზე აკეთებენ და აცხადებენ, რომ პროცესის დაწყების მიზეზი სწორედ ეს მოვლენებია, რაც მათი აზრით სერიოზულად დააზიანებს "ოცნების" იმიჯს. თქვენ ასე არ ფიქრობთ?
ვ.ძ: "ნაცმოძრაობისთვის" ეს არის კარგი თემა, თუ ამ მოტივით ააგორებენ ტალღას, ის რაც მათ 9 წლიანი მმრთველობის პერიოდში გაკეთეს, დავიწყებას მიეცემა. პიარის თავალსაზრისით "ნაცმოძრაობა" ორმაგად მოგებულია, ანუ, თუ პროტესტი ამაზე აეწყო, ძველზე საუბარი ძალას კარგავს.
ჩემი აზრით, კომპრომატები არის გამოვლინება იმ რეალობის, რომელიც დადგა ქვეყანაში, "ოცნება" კარგავს სერიოზულ მხადაჭერას და ნდობას მოსახლეობაში. როგორც არ უნდა გაიმართლოს თავი ხელისუფლებამ, სამართლერივად სწორად და გამართულად გააკეთოს ყველაფერი ამ პროცესებთან მიმართებაში, მას საზოგადოებაში საყრდენი აღარ აქვს.
რაც შეეხება პროტესტს, რომელმაც შეიძლება ქუჩაში გადაინაცვლოს, არ ველოდები რომ ამ ეტაპზე ქუჩის აქციები დაიწყება, მაგრამ არც შორეულ მომავალს გამორიცხავ.
"რ": ამ მოცემულობაში გამოსავალს რაში ხედავთ. ხელისუფლებას აქვს იმის რესურსი რომ პროცესები უმართავი არ გახდეს?
ვ.ძ: ჩემი აზრით, სასწრაფოდ უნდა ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები თუ ამის პოლიტიკური ნება და ადამიანური რესურსი "ოცნების" ხელისუფლებას გააჩნია. რადიკალური ცვილებები უნდა გატარდეს, რასაც მხოლოდ მთავრობის შეცვლა არ უშველის.
ქვეყანა მთლიანად უნდა გადავიდეს საპარლამენტო მმართველობაზე და პარლამენტს უნდა მიეცეს ის უფლებები, რაც მას კონსტიტუციით აქვს. სწორად უნდა აიგოს სახელმწიფო მმართველობა, ეს უნდა იყოს ამოსავალი წერტილი.
რადიკალური ცვლილებები უნდა გატარდეს ახალი წლიდან და გაზაფხულს არ უნდა გადააჭარბოს. მმართველობაში უნდა მოვიდნენ წესიერი და პროფესონალი ადამიანები, რომლებიც არ იქნებიან ივანიშვილის მორჩილები და პასუხისმგებელი იქნებიან ხალხისა და ქვეყნის წინაშე.
დღეს ყველა სფეროში კრიზისი გვაქვს, ხალხს ნულოვანი სიმპატია აქვს ხელისუფლების მიმართ, ამიტომ ხელისუფლება იქნება, თუ თავად ივანიშვილი, ისეთი სერიოზული ცვლილებები უნდა შესთავაზოს საზოგადოებას, რომელსაც ხალხი დაიჯერებს, რომ ეს ადამიანები ამის გამკეთებლები არიან.