(რეზონანსი) მსახიობი ნანა ლორთქიფანიძე პუბლიცისტ თაკო ჩარკვიანს "ფეისბუქის" გვერდზე სარკასტულ პოსტს უძღვნის.
"ჩემი სიმპათიური ლაგამი, როგორც ჩვენმა სასიქადულო მუსიკოს - პუბლიცისტმა, თაკო ჩარკვიანმა აღნიშნა, ყოველთვიურად 85 ლარს შეადგენს, რის გამოც დავთმე - "სახელმწიფოებრიობა". ალბათ, არ ღირს ამ თანხად სამშობლოს გაწირვა და კრიმინალური "ხელისუფლებისთვის ბრძოლა. დავინტერესდი, ნეტავ რა ღირს თაკო ჩარკვიანის ლაგამი? - ალბათ ბევრად მეტი, თორემ ყოვედღე და ზოგჯერ დღეში ორჯერაც, ტელევიზიებში დეკოლტედაფოთლილი და ძარღვებგადმოყრილი სირბილისგან მუხლებს ხომ არ გადაიტყავებდა ჩვენი გულანთებული პატრიოტი?! მე არ მოვწონვარ (თურმე არაფრად მაგდებს), იქნებ ვინმემ გამიგოთ, სიმპათიური, ოღონდ ძვირადღირებული ლაგამი სად იღება?," - წერს ლორთქიფანიძე.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე