(რეზონანსი) სოციალური ქსელის მომხმარებელი აკაკი ირომაშვილი ფეისბუკის პირად გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
ამ საკითხით, მეტად აღარ მოგაბეზრებთ თავს და ისევ ჩემს ცემენტებსა და ბეტონებს დავუბრუნდები! (ისედაც ბევრი დრო დავკარგე!)
უბრალოდ, შეგახსენებთ მოსალოდნელ თანმიმდევრობას მოვლენებისას, რომელიც გადაიყოლებს ჩვენს ქვეყანას!
მაშ ასე! პრეზიდენტი (ნაცი +გირჩი+ევრონაცი)= შეწყალებულ (მიკროფიურერი+მიკროჰიმლერი+მიკროკეიტელი)-ს! ამ ყველაფერს მოჰყვება----საქართველოს დესტაბილიზაცია+დაშლა+ გაქრობა რუკიდან!
ვინც ამას ვერ აცნობიერებს, ან ბრიყვია, ან გაყიდული! ამიტომ სამშობლოს ბედზე ოდნავ მაინც დაფიქრებული კაცის ვალია:
1. აუცილებლად მივიდეს არჩევნებზე;
2. ხმა მისცეს (შაშიაშვილი+კუკავა+ანდრიაძე) სამეულიდან ყველაზე რეიტინგულს!
3. ამ სამეულის ვალია: გააცნობიერონ, რომ ქვეყანა იმყოფება ისეთ კრიტიკულ ზღვარზე, როცა ერთი მცდარი ნაბიჯი= სახელმწიფოს, როგორც ასეთის, სიკვდილს!
ამიტომ, ჩაატარონ შიდა პრაიმერი, გამოავლინონ ყველაზე რეიტინგული და გაერთიანდნენ მის ირგვლივ!
შეიძლება პათეტიკად ჩამითვალონ, მაგრამ თუ ერთხელ მაინც არ აიღო ხელი ქართველმა "უჩემოდ ვინ ინღერეთა!"-ს პოლიტიკაზე და არ გასცა კითხვას პასუხი: ბოლობოლო, რა უნდა მას--საცოცხეთში, "კოჰაბიტაციით შეფუთულ ოლიგარქიულ საგიჟეთში", თუ ნორმალურ (ე.ი. ფასეულ ტრადიციებზე მორგებულ კანონებით მაცხოვრებელ) ქვეყანაში ცხოვრება? --ის მიიღებს იმას, რაც დაიმსახურა და ნუღარავის ნუ დაემდურება!!
მე პირადად, დაველოდები ეროვნულ ძალთა გაერთიანებას, ბოლო დღემდე, ხოლო თუ ეს გაერთიანება ვერ შედგა--ავდგები და სალომეს "ჩავეხუტები"--როგორც უფრო ნაკლებ "უბედურებას!" აი, ამისი თქმა მინდოდა, ჩემო საყვარელო თანამემამულეებო!
ახლა თქვენ იცით, რასაც იქმთ!! გემშვიდობებით არჩევნებამდე და მინდა შეგახსენოთ ადრე ნათქვამი: "თუ გსურს, ბოლომდე დამიწდეს, ნაცბანდა სულის მხუთი, ემანდ ხელი არ წაგიცდეს, არ შემოხაზო ხუთი!!" (ან მათთან დაკავშირებული სხვა რიცხვები...!!!)" - წერს აკაკი ირომაშვილი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე