რეზონანსი
16.10.2018

 პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა, კასპში, წინასაარჩენო კამპანიის ფარგლებში ამომრჩეველთან შეხვედრისას ოკუპაციაზე ისაუბრა: 

„ლამისყანიდან უკვე ჩანს რუსი ჯარისკაცებიც და დროშაც. აქ საჭიროა დავინახოთ ის, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება პრეზიდენტის როლი ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ არ შეიძლება გაგრძელდეს, რომ ყოველდღიურად თუ ყოველ მეორე დღეს გატაცებული ადამიანები არიან და მათ ბედზე არ ვიცით, რა ბედი ეძლევათ მათ და ჩვენ ამაზე უნდა ვიმუშავოთ. მე ვთქვი ერთი რამ, რომ მხოლოდ წივილ-კივილი და განცხადებები ამას არ შველის. საჭიროა ოფიციალური განცხადებები, მაგრამ საჭიროა ქმედებები და ეს უნდა მოხდეს ჩვენს პარტნიორებთან ერთად, უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ თუ როგორ შეიძლება ჩვენ მათ უფრო მეტი ვთხოვოთ. უფრო მეტი ჩარევა და რაღაცნაირად, ის სიტუაცია, რომელიც არის დროებითი, ოკუპირებული ტერიტორიები იქნება დროებითი, მაგრამ მანამდე ჩვენ მეტი უსაფრთხოება მივანიჭოთ ჩვენ მოქალაქეებს ამ ადგილზე“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×