"ქვეყანა დაგვემხო თავზე" – ეს განცხადება თბილისის მერობის ყოფილმა კანდიდატმა, ალეკო ელისაშვილმა, გადაცემა "არჩევანში" გლდანის ციხეში გაკეთებული აუდიოჩანაწერების შეფასებისას გააკეთა.
მისი თქმით, ქვეყანაში უამრავი სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა არსებობს.
„პროკურატურა საქმეებს უნდა იძიებდეს და ორი დღის წინ დადგეს რაღაც სამარცხვინო ამბავი, რაც დღეს მოგვაჩეჩეს, როგორც ფაქტი,“ – განაცხადა ელისაშვილმა.
ელისაშვილი ამბობს, რომ ქართული ოცნების წარმომადგენლები „კორუფციის ჭაობში არიან ჩაძირულები“ და ქვეყანაზე საერთოდ არ ზრუნავენ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა კი მას კონკრეტული მაგალითების დასახელებისკენ მოუწოდა.
„სირცხვილია, მეხი არ დაგეცეთ, ისეთ რაღაცებს იძახით,“ – მიმართა ელისაშვილმა ოხანაშვილს.