რეზონანსი
17.10.2018

 (რეზონანსი) პარლამენტის ყოფილი წევრი ხათუნა ხოფერია სოციალური ქსელის პირად გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

„ძალიან მიყვარდა თეატრში პროგრამის ყიდვა. შიგადაშიგ ჩავიჭყიტებოდი ხოლმე... რეჟისორი, მუსიკის ავტორი, მთავარი პერსონაჟები........

აი, პერსონაჟებზე გამახსენდა და თქვენც გაგიზიარებთ...

ჰო, ისე, პროგრამაში მოკლე შინაარსიც იყო გადმოცემული. მაგ: გაბოროტებულმა დედოფალმა ბოროტ ძალებს მოუხმო (ბოროტი ძალა- რესპ. დამს. არტისტი- მ. სააკაშვილი).... და ა. შ.

მოკლედ, ამ მოგონებებმა წამიღო და დღევანდელი სპექტაკლის პროგრამა წარმოვიდგინე.

საქ-ოს სახელმწიფოს მტერთა ნაციონალური თეატრი

"მე, მელია, მიშიკო და სუბელიანი"

სუბელიანი- ნაცზონდერი

ჯაფარიძე- ნაცნადეპუტატარი

ნაკაიძე -ნაცნამინიტრისმოადგილე

სარალიძე-ნაცაქტივისტი

გვარამია-ნაცპროკურორი

კეზერაშვილი-ნაცსულიდაგული

ციხის მუშაკი- ნაცკასტილიანი

რუსთავი-2- ნაცტელევიზია

ნაციონალური მოძრაობის ვაჟთა გუნდი ( ხელმძ. ნიკანორ მელია)

ევრონაცების ქალთა ფოლკლორული ანსამბლი თამარ ჩორგოლეიშვილის დირიჟორობით.

დამდგმელი რეჟისორი- მიხეილ ახვარაშვილი

კომპოზიტორი- გრიგოლ ახვარვერდიევი

2 მოქმედებად

ანტრაქტი-30 წუთი

ანტრაქტზე გამოვედი. რიგია ტუალეტში. გვარამია თავის ბუნებრივ არეალს ვერ ელევა. ბუფეტშიც რიგია. ცოცხებს ყიდულობენ. მაზოხისტები ვართო, არ ვართ სადისტებიო ერთმანეთს სიამაყით ეუბნებიან.

ჩემთვის გავიფიქრე:

ჩვენ რა დავაშავეთ, ჩვენ?!

ერთმანეთში გაერკვიონ!

ისემც უქნიათ, სარი უყრიათ...!!!

ისე, აპლოდისმენტებზე ოცნება ძალიან ნუ მოინდომებს თავის დაკვრას...

სცენარიც ნაცებისაა, სპექტაკლიც, გმირებიც და ბილეტიორებიც...

ანშლაგი არაა...

ეცადეთ, ბისზე არ გამოიყვანთ!

პოლიტთეატრმცოდნე ხ. ხოფერია"

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×