რეზონანსი
17.10.2018

 (რეზონანსი) მომღერალი ნინი ქარსელაძე "სოციალურ ქსელში" პროკურატურის დღევანდელ ბრიფინგს ეხმაურება, რომელიც ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტთან დაკავშირებით გაიმართა:

"ჩემთვის ეს თემა ძალიან მძიმეა, ძლივს მოვისმინე ბოლომდე... ამ ყველაფრის მერე კიდევ რომ ბედავენ და ცდილობენ ხალხის გადებილებას!!! იხტუნავეთ და დადგით სპექტაკლები, მაინც არ გიშველით!!! იქნებ შეუშვათ ტვინში, რომ ვერ მობრუნდებით, ვერა!!! არ დავუშვებთ მაგას!!!

P.S. აი, თქვენი ნამდვილი სახე, აღარ გიშველით უცოდველის როლის მორგება, არა!

საქართველოს პროკურატურა / The Prosecution Service of Georgia

შალვა თადუმაძე Respect"- წერს ნინი ქარსელაძე.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურის მიერ გახსნილია ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტი. სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის მომზადების ფაქტზე, დაკავებულია კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს მეორე სამმართველოს პირველი სამსახურის ყოფილი უფროსი გ.მ., მეორე მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილ მოადგილეს ლ.ქ.-ს და ამავე სამმართველოს მეორე სამსახურის უფროსს რ.შ.-ს კი წარედგინათ ბრალდებები.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×