თამარ შუკვანი
17.10.2018

 „ეს ყველაფერი მიგვანიშნებს იმაზე, რომ საქართველოში ინახება საკმარისზე მეტი ჩანაწერი. იარაღად, საკუთარი თავის დასაცავად, „მეოცნებეებს" შენახული აქვთ ჩანაწერები, რომელიც მათთვის მიუღებენ პოლიტიკური ფიგურების ნეიტრალიზაციისთვის გამოადგებათ," - პროკურატურის მიერ მოპოვებულ ფარულ აუდიჩანაწერებთან დაკავშირებით პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს.

ახალი ფარული აუდიოჩანაწერები 2016 წლის დეკემბერშია მოპოვებული. ჩანაწერების თანახმადაც, ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადება იგეგმებოდა. ჩანაწერებში ორი პირის საუბრობს. ერთ-ერთი კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი გიორგი დგებუაძეა, ხოლო მეორე - პატარკაციშვილის დაცვის თანამშრომელი.

სოსო ცისკარიშვილი: ჩვენს „მეოცნებეებს" სურთ, რომ მოსახელობამ ყველაზე დიდი ყურადღება მხოლოდ ამ ჩანაწერებს მიაპყროს და მათი შინაარსის არასწორად წარმოჩენის გზითაც დაგვავიწყოს ჩვენ, რატომ და რა საფუძველზე უნდა მივცეთ ხმა ჩვენს მიერ შერჩეულ კანდიდატს.

გზავნილები ჩვენი ამომრჩეველისთვის ხელისუფლების მხრიდან მხოლოდ ნეგატივის საფუძველზეა წარმოქმნილი. შევახსენებ ამომრჩევლებს გენიოს ჩერჩილის გამონათქვამს, როდესაც იწყება კონფლიქტი დღევანდელობასა და წარსულს შორს, ჩვენ აღმოვაჩენთ, რომ დავკარგეთ მომავალი.

წარმოდგენა მაქვს იმისა, რა მოუვა ასეთ ვითარებაში სახელწიფოს. ამისათვის საკმარისია ის თემები, რომელიც ჩვენ ქვეყანაში უკვე თვეების განმავლობაში ტრიალებს. ჩვენი უსუსურობისა და უპასუხისმგებლობის გამო შეიძლება მართლაც დავკარგოთ მომავალი და გავახაროთ ჩვენი მეზობელი, რომელიც გვამარაგებს, როგორც კადრებით, ასევე უკადრისი ნაბიჯებითაც. ეს ყველაფერი იმისთვის, რომ საქართველო არ გახდეს დასავლეთის ქვეყნებისთვის მიმზიდველი ქვეყანა.

„რ": პროკურატურამ გარცელებული ფარული აუდიჩანაწერები 2016 წელს მოიპოვა. შესაძლოა ეს მივიღოთ წინასაარჩევნოდ რაიმე პროპაგანდისტულ ქმედებად?

ს.ც: ყველაზე ინფორმატიული საზოგადოებისთვის „რუსთავი 2"-ის გაჩენილი თემები მთავარი გახლავთ. ჩვენი მართლმსაჯულება, რასაკვირველია, მის უკან „მიჩანჩალებს" და მხოლოდ პასუხებით ცდილობს რაიმე დამაჯერებელის მიწოდებას, მაგრამ ერთ დღესაც „რუსთავი 2"-ის დირექციამ, რომ გადაწყვიტოს, „მოდი დღეს ნურაფერს ნუ ვიტყვით," აუცილებლად დამუნჯდება საკმაოზე მეტი სივრცე, რომელსაც „ქართული ოცნებაც" ფლობს.

„რ": შესაძლოა ახალი ფარული ჩანაწერები „ომეგა ჯგუფის" ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟის გადაფარცვის მცდელობა იყოს?

ს.ც: რასაკვირველია. როდესაც იწყება საუბარი იმაზე რომელი უნდა იყოს ჩვენს მიერ შეჩეული პრეზიდენტი, შესაძლოა გვიპოვონ სუსტი ადგილები, რომელმაც შეიძლება გადაგვადგმევინოს ნაბიჯი. არსებობს ძალები, რომელთაც მხოლოდ გაუხარდებათ, თუ ჩვენ არც ევროკავშირში და არც ნატო-ში არ მიგვიღებენ, თუმცა, ამ საკუთარ განცდებს ასეთები მალავენ.

ყველაზე მაღალი „მეოცნებე," რომელმაც შექმნა პარტია, რომელმაც დააკომპლექტა და სრული პრივატიზაცია მოახდინა ადამიანების, ექვსი წლის განმავლობაში ამ პარტიის თავჯდომარემ ვერ მონახა დრო, რომ ერთხელ მაინც რომელიმე საჯარო სივრცეში წარმოეთქვა სიტყვა „ნატო." თუ ვინმე უკრძალავს ამ თემაზე საუბარს, მაშინ იქნებ ვუშველო „მეოცნებეთა" თავკაცს.

როდესაც მინისტრებიც კი არ არიან ისეთი თავისუფალნი თავიანთ საქმეში და მხოლოდ მოლოდინში არიან იმისა, რას ეტყვის ჩვენი აზრთა განმრიგე, რომელსაც სრულიად თვალსაჩინოა, რომ დუმილი ურჩევნია რაიმე საკუთარ გამონათქვამებს, ეს ძალიან ცუდია.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×