რეზონანსი
18.10.2018

 თბილისში, უცხოეთიდან ჩამოსულმა მოქალაქემ ბავშვის ხმაურის გამო საპატრულო ეკიპაჟი გამოიძახა.

მაქსიმესა და პატრულ ინსპექტორების ერთობლივ ფოტოს სოციალურ ქსელში თეა პერტაია შემდეგი დასათაურებით უზიარებს საზოგადოებას:

"პატარა მაქსიმემ მეზობელი შეაწუხა და ამ უკანასკნელმა საპატრულო პოლიცია გამოიძახა. რეაგირება ადეკვატურია. ბავშვი დაკავებულია".

ფოტომ საზოგადოების უმრავლესობა გაამხიარულა. როგორც კომენტარებიდან ირკვევა, ფოტო პირველად ბავშვის ბებიამ გაასაჯაროვა, პატრულს კი უცოეთიდან ჩამოსულმა მეზობელმა დაურეკა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×