მარიამ კუპატაძე
18.10.2018

 მიმდინარე წლის 8 თვეში არარეზიდენტ/ბინადრობის არმქონე პირებზე 1 313 ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით Allnews.ge-ი ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, 2017 წლის 1 ივლისიდან 31 დეკემბრამდე არარეზიდენტ/ბინადრობის არმქონე პირებზე სულ 934 ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წელს არარეზიდენტ/ბინადრობის არმქონე პირებს მართვის მოწმობაზე ქულები ყველაზე ხშირად, 16 424 შემთხვევაში, 125-ე მუხლის მე-6 ნაწილის დარღვევის გამო აკლდებოდათ, რაც აფერხებს საგზაო მოძრაობას ან საშიშიროებას უქმნის მოძრაობის უსაფრთხოებას.

მეორე ყველაზე ხშირი დარღვევა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 118-ე პრიმა მუხლით ფიქსირდება, რაც მძღოლის ან მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობას გულისხმობს. შს სამინისტრომ არარეზიდენტი/ბინადრობის არმქონე პირების მიერ ასეთი სულ 15 351 დარღვევა დააფიქსირა.

არარეზიდენტი/ბინადრობის არმქონე პირების მიერ მესამე ყველაზე ხშირი დარღვევა მიმდინარე წელს შემხვედრი სატრანსპორტო ნაკადის გამყოფი უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთაა", - ნათქვამია ინფორმაციაში.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×