უკრაინის გამო ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას აპირებს და ეს ყველაფრი არაა - პრაქტიკულად ყოველ თვე ვაშინგტონი კრემლის წინააღმდეგ დაკავშირებულ ახალ სანქციებს დაამტკიცებს და გაამკაცრებს მათ იქამდე, სანამ რუსეთის ფედერაცია კონფლიქტის დარეგულირებას არ შეუდგება.
ამის შესახებ უკრაინასთან დაკავშირებულ საკითხებში ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა კურტ უოლკერმა ვაშინგტონში ატლანტიკური საბჭოს სემინარზე განაცხადა.
საუბრისას უოლკერმა აღნიშნა, რომ აშშ გაატარებს ამ სახის პოლიტიკას და დასახულ გზას არ გადაუხვევს.
"ჩვენ ვცდილობთ რუსეთის წინააღმდეგ ზეწოლის გაზრდას, რათა ვაძულოთ, რომ კონფლიქტის (უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში) დასარეგულირებლად მოლაპარაკებები აწარმოოს. თქვენ ნახავთ, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დაახლოებით ერთ ან ორ თვეში ერთხელ შევა ძალაში,"- ამბობს უოლკერი.
უკრაინის ტერიტორიაზე არსებული სიტუაციის გათვალისწინებით ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2018 წლის 20 სექტემბერს ხელი მოაწერა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების დოკუმენტს.
თუმცა სანქციების გამკაცრებამდე ტრამპმა აგვისტოში განაცხადა, რომ მზადაა რუსეთს მოუხსნას სანქციები იმ შემთხვევაში თუ მოსკოვი დაიწყებს ვაშინგტონთან თანამშრომლობას ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც უკრაინასა და სირიას შეეხება.
სანქციები მოიხსნება იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის ფედერაცია ე.წ. მინსკის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პრობებს შეასრულებს, რომელიც მიიღეს დონეცკის სეპარატისტული რესპუბლიკის ტერიტორიაზე კონფლიქტის დასარეგულირებლად და დააბრუნებს ყირიმის ნახევარკუნძულს.
თავის მხრივ მოსკოვი აცხადებს, რომ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტთან არ აქვს არაფერი საერთო, ხოლო ყირიმის ნახევარკუნძული საერთაშორისო სამართლის ნორმების გათვალისწინებით შევიდა ფედერაციის შემადგენლობაში.