რეზონანსი
19.10.2018

 (რეზონანსი) "ნუ გვაბოლებენ", აღიარონ თავიანთი ქმედებები, დანაშაული და დასაჯონ კრიმინალთა მთელი ბანდა, რომელიც ქვეყანას მართავს, - ამის შესახებ პანკისის სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა.

მალხაზ მაჩალიკაშილისთქმით, ხელისუფლებამ მის მიერვე ჩადენილი დანაშაული უნდა აღიაროს.

„არ ვთვლი, რომ საქართველოს ხელისუფლება ჰყავს. ეს არის კრიმინალთა ბრბო, დაჯგუფება, თავისი პროკურატურითა და ძალოვანი უწყებით. მე პირადად ამათგან არაფერს ველოდები, რადგან პირდაპირი დამნაშავე სახელმწიფოა. ყველანაირად ცდილობენ თუნდაც ზაზა სარალიძის საქმით გადაფარონ, ჩაფარცხონ, დააკონსერვონ ჩემი საქმე. იმიტომ, რომ მათ მიერვე ჩადენილი საქმის გამო, შიშით გული უსკდებათ მოხელეებს, რომლებიც დღეს სათავეში სხედან", - განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

მთავარ პროკურატურასთან სადაც აქცია "ნუ გვაბოლებ" მიმდინარეობდა, დასრულდა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×