ია აბულაშვილი
20.10.2018

 უმრავლესობის ყოფილი წევრი, ისნის მაჟორიტარი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ ქვეყანაში სხვა არჩევანი რომ იყოს, ეს ორი პოლიტიკური ძალა - "ნაციონალური მოძრაობა" და "ქართული ოცნება", ორივე ერთად გასტუმრებული იქნებოდა ქართული პოლიტიკური ცხოვრებიდან და ახალი პოლიტიკური ძალის შექმნის აუცლებლობაზე საუბრობს.

დავით ჭიჭინაძე: რაც დღეს ქვეყანაში ხდება, ნამდვილად არ არის კლასიკური წინასაარჩევნო კამპანია, ეს არის ბრძოლის გამოცხადება. ბოლო მოვლენები განსაკუთრებით შემაშფოთებელია და საზოგადოების განწყობაზე მოქმედებს. ამ ფარული ჩანაწერებით ხელისუფლება და ოპოზიცია ცდილობენ, ხალხს არჩევანის საშუალება არ მისცენ და მუდმივი შიშის ქვეშ ამყოფონ.

კომპრომატების ომი სწორედ ხელისუფლებისა და ოპოზიციის იმიჯზე აისახება უარყოფითად. დღეს ქვეყანაში სხვა არჩევანი რომ იყოს, "ოცნებაც" და "ნაცმოძრაობაც", ეს ორივე პოლიტიკური ძალა, დიდი ხნის გასტუმრებული იქნებოდა საქართველოს პოლიტიკური ცხოვრებიდან, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ამ არჩევნების შემდეგ საზოგადოების კონსოლიდაცია მოხდება და და ქართულ პოლიტიკურ სივრცეში აუცილებლად გამოჩნდება ახალი, ჯანსაღი პოლიტიკური ძალა, რომელიც ქვეყანას პოლიტიკური კრიზისიდან გამოიყვანს. ასეთ ვაკუუმში ყოფნა დიდხანს ვერ გაგრძელდება" - ამბობს "რეზონანსთან" დავით ჭიჭინაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×