პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ მიმდინარე საარჩევნო კამპანიისას „ქართულ ოცნებას" მის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი უფრო მეტ პრობლემებს უქმნის, ვიდრე ბოლო დროს გავრცელებული კომპრომატები.
როგორც ძაბირაძემ „რეზონანსს" გამოცხადა, მმართველი პარტიის მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგები, რომლითაც სალომე ზურაბიშვილი არჩევნებს პირველივე ტურში 53%-ით იგებს, არადამაჯერებელია და რეალურად არჩევნებში მონაწილე 3 მთავარ კანდიდატს - სალომე ზურაბიშვილს, გრიგოლ ვაშაძესა და დავით ბაქრაძეს, მეორე ტურში გასვლის თანაბარი შანსი აქვთ.
„თუკი „ოქნების" ეს გამოკითხვა ჩატარდა საარჩევნო კამპანიის დასაწყისში, ის შესაძლოა რეალობასთან ახლოს იყოს, მაგრამ თუ ეს ჩატარდა თუნდაც ერთი კვირის წინ, მაშინ ის არ მგონია, რომ რეალური იყოს.
„სამწუხაროდ,სოციალური კვლევა ჩვენთან პოლიტიკური პიარის შემადგენელ ნაწილად იქცა. „ქართულმა ოცნებამ" ჩაატარა კვლევა, რომლის მიხედვითაც ისინი გადიან პირველ ადგილზე ყოველგვარი მეორე ტურის გარეშე. „ნაციონალური მოძრაობისა" და „ევროპული საქართველოს" მიერ ჩაატარებული კვლევების შედეგადაც იგივე მდგომარეობა მივიღეთ.
„ჩემი აზრით, თუკი ჩვენ საზოგადოებას განსჯის და რეალუარად სამყაროს აღქმის უნარი აქვს, სამივეს უარი უნდა უთხრას. ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ სამივე კანდიდატს თანაბარი შანსები აქვს", - განიცხადა ძაბირაძემ „რეზონანსს".