რეზონანსი
20.10.2018

 მსახიობი და პოეტი გივი სიხარულიძე პოლიტიკური მოძრაობა „გირჩის" მიერ დღეს თბილისში, დედა-ენის ბაღში დაგეგმი მარიხუანას ფესტივალს მიუღებლად მიიჩნევს. ამის შესახებ მან „რეზონანსთან" საუბრისას განაცხადა.

მისთვის ასევე კატეგორიულად მიუღებელია სკანდალური კანონპროექტი საქართველოში მარიხიუნას კულტივაციის შესახებ, რომლის განხილვაც პარლამენტმა 2 თვით შეაჩერა. სიხარულიძე მიიჩნევს, რომ ამ კანონპროექტის ავტორები და პარლამენტის ის წევრები, ვინც მის მიღებას მხარს უჭერენ, საჯაროდ დახვრეტად იმსახურებენ.

„ეს არის ჩემი ერის მტერი, ეროვნული ღირსების დამმარხველი. შეიძლება, რომ მთავრობა თვითონ ამბობდეს, რომ მარიხუანა უნდა მოვიყვანოთ და გავყიდოთ?! ეს არის ეროვნული კრახი და კიდევ ვიძახი - უნდა დახვრიტონ, პარლამენტის თავმჯდომარედან დაწყებლი, ყველა მიაყენონ კედელთან, ვინც ამას საერთოდ გაიტანს მოსასმენად, რომ მარიხუანა საქართველოში უნდა იხმარებოდეს და თან ითესებოდეს და თან იყიდებოდეს.

„ჩემი აზრი ესეთია, რომ საქართველოს,სამშობლოს მტრებად, სამარადისო მტრებად უნდა გამოაცხადონ ყველა, ვინც ამ საკითხზე ლაპარაკსაც კი გაბედავს", - განაცხადა გივი სიხარულიძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს დედა-ენის ბაღში პოლიტიკური მოძრაობა „გირჩის" მიერ ორგანიზებულ მარიხუანას ფესტივალზე პოლიციამ „გირჩის" რამდენიმე აქტივისტი დააკავა. შსს-ს ცნობით, ისინი საგამოძიებო ქმედებებისათვის პოლიციის გაყოფილებაში არიან გადაყვანილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×