რეზონანსი
20.10.2018

 (რეზონანსი) შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ზურაბ ჯაფარიძე პოლიციის თანამშომლებს ნებაყოფლობით გაჰყვა. როგორც შს სამინისტროში ამბობენ, გამომდინარე იქიდან, რომ ზურაბ ჯაფარიძე პრეზიდენტობის კანდიდატია, მას პოლიციამ ნებაყოფლობით გაყოლა შესთავაზა, რაზეც ჯაფარიძემ თანხმობა განაცხადა.

შსს-ში აცხადებენ, რომ „დედაენის ბაღიდან" პოლიციამ 11 პირი გადაიყვანა. აქედან სამი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა წესით გადაიყვანეს, ხოლო დანარჩენი რვა სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე პრიმა მუხლის მე-2 და მე-8 ნაწილებით, რაზეც შსს-ს გამოძიება უკვე დაწყებული აქვს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×