რეზონანსი
21.10.2018

 (რეზონანსი) აზერბაიჯანელი კომპოზიტორი ჯავანშირ გულიევი მუსიკოს დათო ხუჯაძეს პლაგიატში ადანაშაულებს და თავის Facebook-ზე პოსტს აქვეყნებს. პოსტზე მიბმულია გულიევისა და ხუჯაძის სიმღერები.

გულიევი ამბობს, რომ დათო ხუჯაძემ მისი სიმღერიდან "YARIM GİLƏ" მელოდია მოიპარა და თავის ერთ-ერთ სიმღერაში გამოიყენა.

აზერბაიჯანელი კომპოზიტორის თქმით, მან ეს სიმღერა 1991 წელს, რეჟისორ რამიზ მირზოევის შვილის ქორწინების საპატივსაცემოდ დაწერა.

"იმედი მაქვს, რომ ადამიანს, რომელიც ამ სიმღერის ავტორობისს პრეტენდენტია, აქვს ღირსება, რომელიც ქართველ ხალხს ყველასგან გამოარჩევს და ამ ორი ვიდეოს ნახვის შემდეგ, სულ მცირე გაიაზრებს თავის "ქურდობას" და ბოდიშს მოიხდის", - წერს ჯავანშირ გულიევი Facebook-ზე.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×