რეზონანსი
23.10.2018

 მსახიობი გიორგი ვადროსანიძე უკვე ერთი წელია, დაქორწინებულია. როგორც ცობილია, პირველ მეუღლეს, სალომე ჭაჭუას ის საკმაო ხანია, რაც გაშორდა. გიორგიმ მას შემდეგ ცოლად ავსტრალიაში მცხოვრები ქალბატონი მოიყვანა, რომელიც მასზე უფროსია, თუმცა მსახიობი თავს ძალიან კარგად გრძნობს.

"მე ცოლიანი ვარ უკვე ერთი წელია და ამის შესახებ ხმამაღლა ვთქვი. წინა ახალ წელს დავდე პოსტი, რომ გავბედნიერდი და ეს ადამიანი ჩემთან ერთად არის“, - აღნიშნავს ჟურნალ „თბილისელებთან“ ინტერვიუში გიორგი ვარდოსანიძე.

„ქართველი არაა. ავსტრალიაში ცხოვრობდა. ერთმანეთი გადაღებებზე გავიცანით. თავიდან ონლაინ-ურთიერთობა გვქონდა, მერე ჩამოვიდა და ჩემთან დარჩა. დღეს ერთად ძალიან ბედნიერები ვართ… 23 წელი სიდნეიში ცხოვრობდა, მანამდე – მოსკოვში. 40-ის ხდება ახლა, ჩემზე ათი წლით უფროსია. ფანტასტიკური შეგრძნებაა, ორი დედა გყავს. მიფრთხილდებიან და ძალიან მაგარია". - ამბობს გიორგი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×