რეზონანსი
23.10.2018

 (რეზონანსი) არაფერს ვუპასუხებ ბატონ ვაშაძეს, რომელმაც მომმართა არაერთხელ და სულ სხვადასხვა ტონალობაში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, როცა ჟურნალისტებმა გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის მიერ დასმული 4 შეკითხვა დაუსახელეს.

„არაფერს ვუპასუხებ ბატონ ვაშაძეს, რომელმაც მომმართა არაერთხელ და სულ სხვადასხვა ტონალობაში. ამიტომ არანაირად არ ვთვლი თავს ვალდებულად, რომ გრიგოლ ვაშაძეს გავცე რამე პასუხი", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, გრიგოლ ვაშაძე თუ ხვალ, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში დაუსვამს კითხვებს იქ უპასუხებს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×