რეზონანსი
23.10.2018

 „საზოგადოება და ბანკების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი კეპულაძე აღნიშნავს, რომ ფაროსანას უკავშირდება თხილის ექსპორტის შემცირება. ეს კი თავისთავად ლარს აუფასურებს.

"გაგიკვირდებათ, რა კავშირი აქვს ფაროსანას ლარის კურსთანო? საქმე ისაა, რომ ჩვენს ვალუტას ისიც კი აუფასურებს. თხილის შემცირებული მოსავლის გამო, ექსპორტი 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ფაქტობრივად, განახევრებულია, თან 2017 წელი მოსავლიანობით არ გამოირჩეოდა, ისევ ფაროსანას გამო. თხილის გაყიდვის ყველაზე აქტიური თვეები სექტემბერი, ოქტომბერი და ნოემბერია. რეალიზაციიდან მიღებული ვალუტა მალევე ხვდება ბაზარზე და ამყარებს ლარს, თუმცა ბოლო 2 წელია, თხილის ექსპორტის შემცირება ეროვნულ ვალუტას კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში აგდებს", - წერს კეპულაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×