ია აბულაშვილი
23.10.2018

 პარლამენტარი ნუკრი ქანთარია არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ მმართველი პარტიის წარმომადგენლებს საერთო ჩატში შეტყობინება გაუგზავნა და სთხოვა, თავი შეეკავებინათ პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის - მირზა სუბელიანის სკანდალურ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის დაყენებისაგან.

„ერთმა დეპუტატმა გამოთქვა თავისი აზრი ამ საკითხზე მეტი ამ თემაზე მსჯელობა, მით უმეტეს საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით უმრავლესობაში არ ყოფილა. ბუნებრივია, ვერანაირ გზავნილს ვერ მივიღებდი, რადგან, კიდევ ვიმეორებ, ამ თემაზე საუბარი არ ყოფილა.

„სამომავლოდ შეიქმნება თუ არა საგამოძიებო კომისია პარლამენტში მირზა სუბელიანის განცხადებებთან დაკავშირებით, ვფიქრობ, ამ ეტაპზე არსებულ კითხვებს გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი და იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე კითხვა პასუხგაუცემელი დარჩება, შემდეგ შეიძლება საგამოძიბო კომისიის შექმნაზე საუბარი. ამჯერად ამ თემაზე საუბარი საფუძველს მოკლებულია. არაინაირი კამათი და გზავნილი არ ყოფილა", - განაცხადა „რეზონანსთან" ნუკრი ქანთარიამ.

„რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა აკაკი ზოიძემ დასვა. მათივე ცნობით, სწორედ ამას მოჰყვა არჩილ თალაკვაძის გზავნილი, რომელშიც უმრავლესობის ლიდერი თანაპარტიელებს მოუწოდებს, „შეუთანხმებლად ნურანაირ საპარლამენტო კომისიაზე ნუ შექმნიან მოლოდინს".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×