ელზა პაპოშვილი
23.10.2018

 ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მეექვსე სართულიდან მამაკაცი გადმოვარდა. ჯერჯერობით გაურკვეველია ეს თვითმკვლელობა იყო, თუ უბედური შემთხვევა. თვითმხილველების თქმით, მათთვის უცნობია იმყოფებოდა თუ არა ის ალკოჰოლური თრობის ქვეშ, ან რა გარემოებებში მოხდა აივნიდან გადმოვარდა. თუმცა არც იმას გამორიცხავენ, რომ ეს თვითმკვლეელობა ყოფილიყო. 

მათ მამაკაცის პოვნისთანავე სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს, თუმცა, ის უკვე გარდაცვლილი იყო.  

როგორც ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში აცხადებენ, შეტყობინება დილის 6 საათსა და 5 წუთზე შევიდა. შემთხვევის ადგილზე მედიკოსები მალევე მივიდნენ, თუმცა კაცი უკვე გარდაცვლილი დახვდათ.   

გორგილაძის ქუჩაზე სამართალდამცველებიც იმყოფებოდნენ. გარდაცვლილი ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს. 

„არ ვიცით რეალურად რა მოხდა. მხოლოდ ყვირილის ხმა გავიგონეთ. მივედით და კაცი დაგვხვდა სისხლში ამოსვრილი. ამბობდნენ ზემოდან, მეექვსე სართულიდან გადმოავარდა. იქ ცხოვრობს და რა გახდა გადმოვარდნის თუ გადმოხტომის მიზეზი, არ ვიცით. 

„ზოგი ამბობს, რომ თვითმკვლელობა იყო, ზოგმა უბედური შემთხვევაა და შემთხვევით გადმოავარდაო. სასწრაფო მალევე გამოვიძახეთ და სწრაფად მოვიდნენ. შეამოწმეს და უკვე აზრი აღარ ჰქონდა, გარდაცვლილი იყო.   

„შემთხვევა გამთენიისას მოხდა. არ ვიცით მალევე იპოვეს, თუ დიდი ხანი ეგდო ასე. ვიღაც გამვლელმა აღმოაჩინა მემგონი და მან დაიწყო ყვირილი - კაცია აგდია დაბლაო. მერე აღმოჩნდა, რომ იქვე მცხოვრები იყო. 

„სხვა დეტალებს ალბათ პოლიცია და გამოძიება დაადგენს. გარშემო ყველას კითხავდნენ ვინმემ რამე ხომ არ დაინახა“, - აცხადებს ერთ-ერთი თვითმხილველი. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.   

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×