რეზონანსი
24.10.2018

 (რეზონანსი) ქუთაისში მდინარე დააბეტონეს. ბეტონი მდინარე ოღასკურაში დაასხეს. საუბარია მდინარის იმ მონაკვეთზე, რომელიც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიედინება.

როგორც ადგილზე მყოფი მუშები ქუთაისიპოსტთან საუბარში აცხადებენ, კალაპოტის დაბეტონება იმ მიზნით მოხდა, რომ თავიდან იქნას აცილებული მდინარეში ნარჩენებისა და ქვა-ღორღის დაგროვება. მათი თქმით, მდინარეს, ასევე, გაუკეთდება ბეტონის ჯებირები. ადგილზე აღნიშნავენ, რომ მდინარის კალაპოტის დაბეტონება ერთის მხრივ ხელს შეუწყობს წყლის სწრაფ დინებას, მეორეს მხრივ კი ბეტონის ჯებირები დაიცავს მას კალაპოტიდან გადმოსვლისგან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×