რეზონანსი
24.10.2018

 25 ოქ­ტომ­ბრი­დან 27 ოქ­ტომ­ბრის დი­ლამ­დე სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლია ცივი და ნო­ტიო ჰა­ე­რის მა­სე­ბის შემოჭრა, წვი­მა ელ­ჭე­ქით, ზო­გან ძლი­ე­რი. გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, 26-27 ოქ­ტომ­ბერს ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად და­იკ­ლებს, მა­ღალ მთა­ში - თოვ­ლი, ზო­გან კი ძლი­ე­რი ქა­რია მო­სა­ლოდ­ნე­ლი. ზღვა­ზე შე­საძ­ლე­ბე­ლია 4-5 ბა­ლი­ა­ნი შტორ­მი.

მო­სა­ლოდ­ნელ­მა ძლი­ერ­მა ნა­ლე­ქებ­მა, შე­საძ­ლე­ბე­ლია, სა­ქარ­თვე­ლოს მდი­ნა­რე­ებ­ზე წყლის დო­ნის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მა­ტე­ბა, პა­ტა­რა მდი­ნა­რე­ებ­ზე წყალ­მო­ვარ­დნე­ბი, ხოლო ქვეყ­ნის მთი­ან ზო­ნებ­ში მე­წყრულ-ღვარ­ცო­ფუ­ლი პრო­ცე­სე­ბის ჩა­სახ­ვა-გა­აქ­ტი­უ­რე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს.

ტემპერატურა მკვეთრად დაიკლებს როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში და ბარშიც კი +13 გრადუსამდე დაეცემა. ამინდის გაუმჯობესება 29 ოქტომბრიდან არის ნავარაუდევი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×