რეზონანსი
24.10.2018

 (რეზონანსი) ძიუდოს ფედერაციის ახალ პრეზიდენტად გიორგი ათაბეგაშვილი აირჩიეს. დღევანდელ ყრილობას 41 დელეგატი ესწრებოდა და ათაბეგაშვილს მხარი 40-მა ერთის წინააღმდეგ დაუჭირა.

როგორც ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა განაცხადა, მისი ხელმძღვანელობით დაიწყებს ფედერაცია შემდეგი ტურნირებისთვის მზადებას. ის ასევე აპირებს იმ სპორტსმენებთან შეხვედრას, რომლებმაც დღევანდელი არჩევნების მიმართ პროტესტი გამოთქვეს. საარჩევნო ყრილობაზე სხვა კანდიდატებმა - დავით ხახუტაშვილმა, დავით ქევხიშვილმა, დავით ხახალეიშვილმა და გიორგი ალექსიძემ კანდიდატურები მოხსნეს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×