რეზონანსი
24.10.2018

 პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთში მოქმედი ტოტალიზატორები უნდა დაიხუროს:

„ეს პროცესი ეტაპობრივად უნდა განხორციელდეს. პირველ ეტაპზე ჩვენ ბუკმეიქერულ კომპანიებს შეზღუდვებს დავუწესებთ, შემდეგ კი საერთოდ დავხურავთ. პირდაპირ ასეთი გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელია, ვინაიდან ეს სერიოზულ ძვრებს და უძრავი ქონების ბაზარზე ფასების კლებას გამოიწვევს“, - განაცხადა ფაშინიანმა.

მისივე თქმით, სომხეთის სხვადასხვა ქალაქებში მას ქალები ხშირად უყვებიან იმის შესახებ, რომ მათი ქმრები ხელფასებს მთლიანად ტოტალიზატორებში ტოვებენ და ეს სიტუაცია უნდა შეიცვალოს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×