ია აბულაშვილი
24.10.2018

 იტალიერი ნავთობმომპოვებელი კომპანია „ენი" რუსულ „როსტნეფტთან" თანამშრომლობას წყვეტს. იტალიელებმა ოფიციალურად უკვე შეაჩერეს რუსულ კომპანიასთან ერთობლოვი სამუშაოები შავ ზღვაში და ახლა ბარენცის ზღვასთან დაკავშირებით არსებული ანალოგიური შეთანხმებიდან გასვლის პირობებზე მართავენ მოლაპარაკებას.

ეს ინფორმაცია დღეს რუსულმა სააგენტოებმა - „ინტერფაქსმა" და რია „ნოვოსტიმ" გაავრცელეს.

ეს ყოფელივე კი იმას ნიშნავს, რომ რუსებს შავ ზღვაში და მათ შორის ოკუპირებული აფხაზეთის აკვატორიაში ნავთობის მოძიებისა და მისი მოპოვების დაწყების გეგმა საბოლოოდ ჩაეშალათ.

იტალიური „ენის" ამ გადაწყვეტილების მიზეზი აშშ-ის მიერ რუსეთისათვის დაწესებული სანქციებია.

ცნობისთვის, ტექნოლოგიური თვალსაზრისით, დასავლეთ შავი ზღვის შელფი, რომელიც აფხაზეთის სანაპიროსაც მოიცავს, საძიებო სამუშაოების ჩასატარებლად ერთ-ერთი ყველაზე რთული მონაკვეთია და თანაც „როსნეფტს" საძიებო სამუშაოების დამოუკიდებლად ჩასატარებლად შესაბამისი აღჭურვილობა არ გააჩნია. ამიტომ, 2013 წელს „ენისა" და „როსნეფტს" შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ორი ჭაბურღილის გაბურღვა იგეგმებოდა.

ამ პროექტში "როსნეფტის" წილი იყო 66,67%, იტალიური კომპანია "ენის" - 33,33%. საძიებო სამუშოები დაიწყო. შავი ზღვის დასავლეთ შელფზე გაიბურღა ჭაბურღილი „მარია-1" 2109 მეტრის სიღრმეზე, თუმცა იქ ნავთობი არ აღმოჩნდა. წელს მარტში კი „ენიმ" შეთანხმებიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო და ამ საკითხზე „როსნეფტთან" შესაბამისი მოლაპარაკება დაიწყო.

მაშინ რუსულმა გამოცემა „ერ-ბე-კამ" თავის წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსულმა და იტალიურმა კომპანიებმა ეს შეთანხმება დროებით დააკონსერვეს. თუმცა, დღეს გაირკვა, რომ შავ ზღვაში ნავთობის საძიებო სამუშაოები, ორი კომპანიის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, საერთოდ შეწყდა.

პირველი განცხადება პროექტის შესაძლო დატოვების თაობაზე კომპანია „ენის" წარმომადგენელმა ემა მარჩაგალინიმ ჯერ კიდევ დავოსში გამართულ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე და მიზეზიც დაასახელა:

„ჩვენ მივიღეთ ავტორიზაცია აშშ-დან და დავიწყეთ ბურღვა, მაგრამ ახლა მოგვიწია გაჩერება. ამერიკის ნებართვა „ენის" ხელმძღვანელობსთვის აუციელებლია, რადგან კომპანია თავის აქციებს აშშ-ში ანაღდებს".

მოგვიანებით კომპანიამ ეს ინფორმცია ოდნავ შეარბილა და თქვა, რომ რუსულ მხარესთან მიდის მოლაპარაკება, მაგრამ კომპანიის მუშაობა რომ არ შეფერხდეს, არსებული სანქციები გასათვალისწინებელია.

დღეს როგორც „ენის", ასევე „როსნეფტის" წარმომადგენლები ამ საკითხზე ოფიციალური კომენტარის გაკეთებაზე უარს აცხადებენ. ჟურნალისტებთან საუბრისას კი შეთანხების ჩაშლას არც უარყოფენ და არც ადასტურებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×