რეზონანსი
24.10.2018

 (რეზონანსი) ნიუ იორკში CNN-ის ოფისში ევაკუაცია განხორციელდა, აღნიშნული გამოიწვია შეტყობინებამ ოფისში ბომბის არსებობის შესახებ.

ეს ხდება მას შემდეგ, რაც საიდუმლო სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახევ, რომ აგენტებმა აღმოაჩინეს საეჭვო პაკეტები, რომელიც ბარაკ ობამასა და ჰილარი კლინტონის მისამართით იყო განკუთვნილი.

СNN-ში ევაკუაციის გამო პირდაპირი ეთერი შეწყდა და ეთერი დახურვამდე, წამყვანმა მაყურებელს შეატყობინა, რომ ოფისში სახანძრო სიგნალი ჩაირთო.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×