(რეზონანსი) ბერა ივანიშვილის და ნანუკა გუდავაძის ქორწილი 11 ნოემბერს კოჯორში, კერძოდ „ბიოლიში“, ვიწრო წრეში გაიმართება. ანსამბლ „ერისიონის“ ხელმძღვანელი ამბობს, რომ მისი და ბიძინა ივანიშვილის მეგობრობა წლების განმავლობაში გრძელდება და შესაბამისად, ქორწილში „ერისიონი“ მთელი შემადგენლობითაა დაპატიჟებული.
ცნობილია, რომ ჯემალ ჭკუასელი კარგი თამადაა, და ისეთ სუფრებზეც უთამადია, სადაც ბიძინა ივანიშვილი ყოფილა. თუმცა ამჯერად ის არ იქნება თამადა. ვინ უხელმძღვანელებს ივანიშვილების ქორწილს, ამის შესახებ მას ინფორმაცია არ აქვს.
"სუფრასთანაც ძალიან სასიამოვნოა მასთან ერთად ყოფნა, ძალიან კომუნიკაბელურია. თითით საჩვენებელი, უმშვენიერესი ოჯახი აქვს. გვიმრავლოს ღმერთმა საქართველოში ასეთი ხალხი! ბიძინა ივანიშვილი ვაჟის - ბერას გაბედნიერებით ძალიან ძალიან გახარებულია, აქებდა გადასარევი ოჯახიშვილიაო..."
ბერას რჩეული მომხიბვლელი მოდელი ნანუკა გუდავაძეა, წყვილის სიყვარულის ისტორია რამდენიმე თვეს ითვლის. როგორც გაირკვა, ნანუკა ბიძინა ივანიშვილის მეგობრის ქალიშვილია.
"კვირის პალიტრა"
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე