(რეზონანსი) სოციალური ქსელის მომხმარებელი ლევან ადეიშვილი სოციალური ქსელის საშუალებით ბიძინა ივანიშვილს მიმართავს:
1) წარმატებას რომ ვერ აღწევენ სახელმწიფოს აბრალებენ
ანუ ერთი თქვენიც წარუმატებლებოო..
2) კიდევ აპირებს შეხვდეს ჟურნალისტებს.
არ ღირს ასეთი ღირებულებების და ფსიქიკის კაცთან მიმართებაში რაიმე თქვა მარა რომც არავინ თქვას, სულ ნაგლდებიან.
დავიწყოთ..
1) დღევანდელ მსოფლიოში წარმატება და მისი შეფასება რაშიც არ უნდა იყოს ბოლოს მაინც ფულთან მიდის! რა შემოსავალი მოუტანა თუნდაც ხელოვანს მიღწეულმა! არ მითხრათ ბიძინა სხვა რამეს გულისხმობსო. ერთადერთი, რაც ბავშვობიდან დაქოქილ ივანიშვილს ეგონა საკუთარი თავის და გარშემოთა პატივისცემას მოაპოვინებდა იყო ფული და იშოვა კიდეც..
საკუთარი კი გაუჩნდა და ავადმყოფურიც აი სხვისი რა მოგახსენოთ..
თუ მოხდა სასწაული და წაიკითხა ეს პოსტი -
შენ შეცდი ივანიშვილო, სიყვარულს და პატივისცემას მასეთი ფორმულებით ვერ იშოვი.
არ გეუბნებიან, მაგრამ ხალხის, არანაცების უმრავლესობა კაი ხანია გაგინებს თან უშვერად! ნაცებზე ნუ მკითხავ!
ის მცირე ვინც შენს ,,წარმატებაშია,, დაინტერესებული გულში გაგინებს და პა ხოდუ დაგცინის კიდეც მარა არ ამხელს.
ერთი შეუწყვიტე ,,წარმატებიდან, ნამცეცების გადაყრა შენგელაისავით და ნახავ რავა აიქაფებენ პირებს!!
ამათან შედარებით თითზე ჩამოსათვლელი დაგრჩა პატივისმცემელი!
ადამიანი არც ღარიბი უნდა იყოს მარა არც ფულზე გავეშებული!! არ ვქადაგებ ასეკეტობას, ზომა უნდა ყველაფერს !
არ იცი ეგება და გეტყვი..
ადამიანის ყველაზე დიდი წარმატება ისაა საკუთარ თავს კარგ ადამიანად რომ ჩამოაყალიბებს თუ ზევით კიდე განათლებასაც დააყოლებს სულ უკეთესი!!
სახელმწიფოს იმიტომ კი არ არსებობს, მისი მესვეურები რომ მდიდრებთან ერთად ძარცვავენ და უსპობენ სხვას შესაძლებლობებს, არამედ ხელი შეუწყოს სხვებსაც!!
დაგვცინის ფაქტიურად!! გამდის და რატო მატანინებთო??
2) ორი ვარიანტია ან შეუძახეს მლიქვნელებმა ეს რა ბდღვირი დააყენე, რავა მიჭირხვნე ჩვენო გენიოსოო და ამიტომ მიდის რეპეტეზე ან თვითონ გონია, ძაან ვივარგეო და კიდე ერთხელ უნდა გაიბრწყინოს.
მესმის იქ სტუდიაში ემოციებით და ადრენალინით ვერ აღიქვა რაში ჩაყო ფეხი, მარა ჩანაწერს ხომ უყურა მერე??
ვერ მიხვდა რა საცოდაობა იყო და როგორ გამოჩნდა??
არის მესამე ახსნაც !! რავაც ვთქვი დავალებაა ასეთი მოიყვანოს ევროპელი ნაცები ამიტომ ისე უნდა გაათახსიროს ოცნება და საკუთარი რენომეც მიაყოლოს, თუ რამე შერჩა
ხალხს ისე აუცრუოს გული ნაცების მობრუნება ადვილად გადაიტანონ!!
რადგან ვიცი შენი ამპარტავნობის ამბავი, ძაანაც გხვდება გულზე რას ფიქრობენ შენზე ამიტომაც გეტყვი:
ბევრი ახერხებს იყოს ბედნიერი და პატივსაცემი ჩვეულებრივი შეძლებით ! ზოგს წარმოიდგინე და სიღარიბეშიც გამოუდის. მაგალითი გინდა!?
გაბრიელ,მღვდლის დაკრძალვა კვირები გრძელდებოდა. საიდან არ ჩამოვიდა ხალხი სიყვარული და პატივისცემა რომ დაედასტურებინა
აი შევარდნაძის გასვენება დახურეს, რომ არ ეგინებინათ!!
შენ კაი ხანია გაგინებენ უკვე მასიურად!!
მიუხედავად სიმდიდრისა ადამიანი მოკვდავია და თანაც ანაზდად!
შენ უბადრუკად ცხოვრობ ჰეგემონო!" - წერს ლევან ადეიშვილი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე