(რეზონანსი) ტელეკომპანია "რუსთავი 2 " ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა სამი ჟურნალისტის ფორმატში გამართული ორსაათნახევრიან ინტერვიუს დროს „რუსთავი 2" 65 -ჯერ მოიხსენია. ამასთან დაკავშირებით ჟურნალისტი ნინო ლაბარტყავა სოციალურ ქსელში წერს:
"მომესმა, თუ "რუსთავი 2"-მა სკურპულოზურად დათვალა, რამდენჯერ ახსენა ბიძომ ეს ტელეკომპანია?
ერთხელ უნდა ჩავუჯდე და დავთვალო, თვითონ რამდენჯერ ახსენებენ ბიძოს ერთ საინფორმაციო გამოშვებაში.
აღარაფერს ვამბობ იმაზე, გაბუნია-გვარამი-კვესიტაძის ტრიო რომ გამარჯობის ნაცვლად ბიძინას ამბობენ უკვე", - წერს ნინო ლაბარტყავა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე