(რეზონანსი) ამ საპრეზიდენტო კამპანიას ჩვენ პირობითად შეიძლება ვუწოდოთ „სუსტი კაცები ძლიერი ქალის წინააღმდეგ", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის ამომრჩევლებთან შეხვედრისას განაცხადა.
მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილმა კონკურენტებს თავიდანვე შესთავაზა ღირსეული, ევროპული საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიის წარმართვა, თუმცა ოპონენტების პასუხი იყო არაევროპული და არაქართული.
"ამ საპრეზიდენტო კამპანიას ჩვენ პირობითად შეიძლება ვუწოდოთ „სუსტი კაცები ძლიერი ქალის წინააღმდეგ". სალომე ზურაბიშვილმა კონკურენტებს თავიდანვე შესთავაზა ღირსეული, ევროპული საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიის წარმართვა, თუმცა ოპონენტების პასუხი იყო არაევროპული და არაქართული. ევროპელობა და ქართველობა გულისხმობს ღირსების პატივისცემას, ქალის პატივისცემას, ამის საპირისპიროდ ამ ორი თვის განმავლობაში ჩვენ ვნახეთ უღირსი, სიყალბე, აგრესია და სიძულვილი ოპონენტების მხრიდან. მხოლოდ ძლიერ ქალბატონს შეეძლო მოთმინებით ეპასუხა ოპონენტების მორალური სისუსტისთვის", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.