ია აბულაშვილი
25.10.2018

 "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ტელევიზიის ჟურნალისტებთან მორიგ შეხვედრას გეგმავს, ამჯერად "მაესტროს", "ობიექტივის", "პალიტრა ნიუსის", "კავკასიისა" და "იბერიის" ჟურნალისტებს შეხვდება. ამასთან, იგი "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებს ხელმეორედ იწვევს ამ შეხვედრაზე.

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს უჭირს იმაზე საუბარი, რა სიახლე უნდა იყოს ამ შეხვედრაზე.

"დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ივანიშივლი უკმაყოფილო იყო ფორმატით. ჩემი აზრით, ეს არ იყო ინტერვიუ და იყო დებატები. საერთოდ, ქართული ჟურნალისტიკსითვის დამახასიათებელია ასეთი ფორმატი, სადაც უფრო კამათია, ვიდრე კითხვების დასმა. ამ შემთხვევაში ეს ძალიან გამოკვეთილი იყო. ჟურნალისტებმა კითხვა კი დასვეს, რომელიც რამდენიმე თემას მოიცავდა, მაგრამ ვერ მოიცადეს და დაიწყეს დაპირისპირებაზე გადასვლა და რესპონდენტიც დაპირისპირების რეჟიმში ჩაჯდა. არადა შეიძლებოდა ერთი კონკრეტული კითხვის დასმა, თუნდაც ფარცხალაძესთან დაკავშირებით; თუ პაუზას მოახერხებდნენ, ამ პაუზის დროს ივანიშვილს მოუწევდა მეტი სათქმელი ეთქვა. ასევე ხარვეზი იყო იმ გუნდის მხრიდანაც, რომელიც ინტერვიუსთვის ემზადება. ანუ პიარის კუთხით, ივანიშვილმა კიდევ უკეთესად გაართვა თავი, ვიდრე ეს მოუმზადებელ ინტერვიუს შეეფერება.

"რაც შეეხება მორიგ შეხვედრას ჟურნალისტებთან, მეც ძალიან მაინტერესებს ორი დღის სხვაობით, იგივე შემადგენლობით რა სიახლე შეიძლება იყოს ამ შეხვედჟრაზე, მაგრამ როგორც ჩანს პიარის გუნდმა ასე გადაწყვიტა. ჩემი აზრით, უფრო მომგებიანი იქნებოდა, რომ ივანიშვილთან შეხვედრის საშუალება ყველა მედიასაშვალებას მისცემოდა, მათ შორის, რადიოს, ბეჭდურ მედიას, სააგენტოებს" - განაცხალა "რეზონანსთან" რამაზ საყვარელიძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×