გვანცა წულაია
26.10.2018

 გავრცელდა ცნობა თითქოს გორში 9 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულ მამაკაცს ტელეფონში ბავშვის ფოტოები აღმოჩნდა. ერთ-ერთი ვერსიით, ფოტოები რამდნეიმე დღით ადრე არის გადაღებული, რის გამოც ადგილობრივები ეჭვობენ, რომ ბრალდებული ბავშვს უთვალთვალებდა.

სავარაუდოდ მკვლელობა გოგონას საცხოვრებელი ქუჩის პარალელურ ქუჩაზე ერთ-ერთ სახლში მოხდა, მკვლელობაში ბრალდებული პირი კი სავარაუდოდ ამ სახლში მუშად მუშაობდა.

ადგილობრივების განცხადებით, ისინი ეჭვს გამოთქვამენ, რომ ბრალდებულმა გოგონა სახლის სარდაფში ჩაიყვანა და სავარაუდოდ, იძალადა. ბავშვს ძალადობის ნიშნები სხეულზეც აღენიშნება.

9 წლის გოგონას მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი მუშაა, რომელიც იმ საცხოვრებელ სახლში მუშაობდა, სადაც ბავშვის სისხლის კვალი იპოვეს. დაკავებული 33 წლის ი.ნ. წარსულში ნასამართლევია.

ადგილობრივების განცხადებით, საცხოვრებელი სახლი რამდენიმე თვის წინ გაიყიდა და ამჟამად მხოლოდ სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა, სადაც მხოლოდ ერთი მუშა მუშაობდა. ადგილობრივები ასევე ყვებიან, რომ 9 წლის ნანა ბერიაშვილი სასტიკად არის ნაცემი და მას დაზიანებები ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული.

მკვლელობის შესხებ რამდენიმე ვერსია ვრცელდებოდა. ახლობლების და მეზობლების განცხადებით, გოგონა მოკლულია და მას თავზე ცელოფნის პარკი ჰქონდა ჩამოცმული ხოლო ფეხები მავთულით შეკრული. ამ ინფორმაციას მოკლული გოგონას ბაბუაც ადასტურებს, რომელმაც დაღუპული შვილიშვილი თავადაც ნახა.

„ჩემი თვალით ვნახე, რომ თავზე ცელოფნის პარკი ჰქონდა ჩამოფარებული. ახლოს პოლიციამ აღარ მიმშვა. მაშინვე მთელი პერიმეტრი დაკეტეს. ვინც ბავშვი იპოვა მან მითხრა, რომ ფეხები მავთულით ჰქონდა შეკრული. ბავშვი როგორც ძაღლი ისე მოგვიგდეს. დაღამებას ელოდებოდა და მკვდარი მერე მოიტანა. ჩვენ აქ შუადღის 4 საათზე მოვედით, მაგრამ ბავშვის გვამი არ გვინახავს", - განაცხადა გარდაცვლილი გოგონას ბაბუამ.

მეორე ვერსიით, შესაძლოა გოგონა ავარიის მსხევრპლი გამხდარიყო და გარდაცვლილის გადამალვა ამ ფორმით სცადეს. ასევე, ვრცელდებოდა ოჯახზე შურისძიების ვერსიაც, თუმცა ადგილობრივები ამბობენ, რომ გოგონას ოჯახს კონფლიქტი არავისთან არ ჰქონია და საკმაოდ პატიოსანი ხალხია.

ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი ვერსია გარცელდა. "ნიუპოსტის" ცნობით, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი დანაშაულის საქმეში ერთ-ერთ მტკიცებულებად წარსულში ნასამართლევი მამაკაცის კუთვნილი მობილური ტელეფონი დევს, სადაც მოკლული 9 წლის გოგონას სურათები აღმოჩნდა.

ერთ-ერთი ვერსიით, ფოტოები რამდნეიმე დღით ადრე არის გადაღებული, რის გამოც ადგილობრივები ეჭვობენ, რომ ბრალდებული ბავშვს უთვალთვალებდა.

როგორც "ნიუპოსტს" ადგილობრივებმა უთხრეს, მკვლელობა გოგონას საცხოვრებელი ქუჩის პარალელურ ქუჩაზე ერთ-ერთ სახლში მოხდა, მკვლელობაში ბრალდებული პირი კი სავარაუდოდ ამ სახლში მუშად მუშაობდა.

ადგილობრივების განცხადებით, ისინი ეჭვს გამოთქვამენ, რომ ბრალდებულმა გოგონა სახლის სარდაფში ჩაიყვანა და სავარაუდოდ, იძალადა. ბავშვს ძალადობის ნიშნები სხეულზეც აღენიშნება

თვითმხილველები ამბობენ, რომ ბავშვის ცხედარი საღამოს ლიახვის ნაპირზე, გორის რაიონული სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს. გოგონა მე-5 საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლეა. სკოლაში აცხადებენ, რომ ბავშვი გაკვეთილებზე იმყოფებოდა, შემდგომ სახლში წავიდა და შუადღით სახლიდან ამავე სკოლაში ცეკვის გაკვეთილზე უნდა დაბრუნებულიყო, თუმცა სკოლაში აღარ მისულა.

მეზობლების თქმით, ბავშვი სკოლისკენ მიმავალი შენიშნეს, თუმცა მას შემდეგ აღარავის უნახავს.

მოკლული გოგონას ბიძა არც იმას გამორიცხავს, რომ მკვლელობა წინასაარჩევნოდ დესტაბილიზაციის და არეულობის მიზნით ვიღაცას აწყობს. ბიძის აზრით, თუ ამ მკვლელობას მალე არ გამოიძიებენ, მთელი ქალაქი მათ გვერდით დადგება და არჩევნებზე კი არავინ მივა, ხალხი ქუჩაში გავა. მისი აზრით, შესაძლოა მკვლელმა ესეც გათვალა და მისი მიზანიც ეს იყო.

წუხელ, მკვლელობის შემთხვევის ადგილი პირადად შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ კახაბერ საბანაძემ დაათვალიერა და საგამოძიებო მოქმედებებს გაეცნო. მინისტრის მოადგილემ ოჯახს მიუსამძიმრა და მომხდართან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვა. მისი თქმით, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს და მაქსიმუმს გააკეთებენ იმისთვის, რომ შედეგი მალე დაიდოს. საბანაძემ განაცხადა, რომ გამოძიება ყველა მიმართულებით მუშაობს და გამოძიების ყველა ვერსიას ამუშავებენ.

მოკლულ ბავშვს მთელი ღამის განმავლობაში კომპლექსური ექსპერტიზა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში უტარდებოდა. ის ამ ეტაპზე უკვე სახლში გადაასვენეს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×