გვანცა წულაია
26.10.2018

 გორში, 8 წლის გოგონას მკვლელობისთვის პოლიციამ 34 წლის იაგო ნებიერიძე დააკავა. ბრალდებული მამაკაცი წარსულში ნასამართლევია.

იაგო ნებიერიძის დედის ნუნუ ნებიერიძის განცხადებით, მისი შვილი ციხიდან 9 თვის წინ გამოვიდა, მას შემდეგ რაც ყაჩაღობის მუხლით 9 წლიანი პატიმრობა მოიხადა.

"9 თვე არის რაც გამოვიდა, ტელეფონის წართმევაზე და ქალბატონზე ძალადობაზე იყო დაკავებული, დამადგნენ სახლში და წაიყვანეს, მეც ვიწექი, რა უნდა ეთქვა დანაშაულზე, ასე თქვა, მე არაფერი დამიშავებიაო, ეგ იყო შეკერილი საქმე, არაფერი არ ჰქონდა, რა ბავშვი, რის სურათები, ის სურათები, ციხიდან ჰქონდა წამოღებული, ვიღაცა ბავშვების სურათები იყო, თვითონაც არ იცოდა, ვიღაცას ვათხოვეო, ცარიელი ფლეშკა იყო, ვიღაცას გადავუწერეო თუ ისაო, პასუხს გაგებინებთ ყველას, შვიდს აკლდა რაღაც წუთები რომ მოვიდა, 9 წელი მოიხადა, ყაჩაღობის მუხლი იყო", - განაცხადა იაგო ნებიერიძის დედამ "რუსთავი 2"- თან.

ბრალდებულის მეზობლების ნაწილის ინფორმაციით, იაგო ნებიერიძე 9 წლის წინ ბავშვის გატაცებისთვის დააკავეს.

„მსგავს სიტუაციაზე იყო დაკავებული, ბავშვის გატაცებაზე, ასეთი რამე გავიგე. დასამალი არაფერი არ არის. ეს ვიცი, რომ ვიღაც გოგო დაიჭირეს და ეს ნებიერიძე მალავდა. დეტალები ნამდვილად არ ვიცი",- აცხადებს ერთ-ერთი მეზობელი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ ინფორმაციას ჯერჯერობით არ ავრცელებს, თუ რა მუხლით და რის გამო იხდიდა სასჯელს 9 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი.

ბავშვის მკვლელობაში ბრალდებული, რომ 9 წლიან პატიმრობას იხდიდა ამაზე ინფორმციას "ქრონიკაც" ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ვრცელდება ცნობა, რომ იაგო ნებიერიძემ სასჯელი ქალზე სექსუალური ძალადობისთვის მოიხადა. მეორე ვერსიით კი საქმე ადამიანის გატაცებასა და ფულის გამოძალვას ეხება.

ამასთან, "ნიუპოსტის" ცნობით, იაგო ნებიერიძის სახელი გახმაურებულ გატაცებას უკავშირდება, როცა მან 2004 წელს, გამოსაყიდის მოთხოვნის მიზნით, არასრულოვანი გაიტაცა. ნებიერიძემ არასრულწლოვანი იმ სახლიდან გაიტაცა, სადაც მამაისი მუშაობდა. თუმცა როგორ დასრულდა აღნიშნული ფაქტი, უცნობია.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ცნობა, რომ ბრალდებულს ტელეფონში მოკლული 9 წლის ბავშვის გარდა, სხვა არასრულწლოვანი ბავშვის სურათების ჰქონდა. ერთ-ერთი ვერსიით, 9 წლის ბავშვის ფოტოები რამდნეიმე დღით ადრე არის გადაღებული, რის გამოც ადგილობრივები ეჭვობენ, რომ ბრალდებული ბავშვს უთვალთვალებდა.

8 წლის გოგონა გუშინ სასტიკად მოკლეს. ბრალდებული ნებიერიძე მუშაა, რომელიც იმ საცხოვრებელ სახლში მუშაობდა, სადაც ბავშვის სისხლის კვალი იპოვეს.

მკვლელობის შესხებ რამდენიმე ვერსია ვრცელდებოდა. ახლობლების და მეზობლების განცხადებით, გოგონა მოკლულია და მას თავზე ცელოფნის პარკი ჰქონდა ჩამოცმული ხოლო ფეხები მავთულით შეკრული. ამ ინფორმაციას მოკლული გოგონას ბაბუაც ადასტურებს, რომელმაც დაღუპული შვილიშვილი თავადაც ნახა.

მეორე ვერსიით, შესაძლოა გოგონა ავარიის მსხევრპლი გამხდარიყო და გარდაცვლილის გადამალვა ამ ფორმით სცადეს. ასევე, ვრცელდებოდა ოჯახზე შურისძიების ვერსიაც, თუმცა ადგილობრივები ამბობენ, რომ გოგონას ოჯახს კონფლიქტი არავისთან არ ჰქონია და საკმაოდ პატიოსანი ხალხია.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×