„საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური მთავრობას პირადად მასზე და არასამთავრობო სექტორზე თავდასხმაში ადანაშუალებს. თავად პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ასამთავრობო ორგანიზაციასა და პირადად ეკა გიგაურზე აცხადებს, რომ არასამთავრობო სექტორი ხელისუფლებას არგუმენტების გარეშე ადანაშაულებს.
„დღეს დილიდანვე კიდევ უფრო გააქტიურდნენ, პირადად მე მესხმიან თავს. მგონია, რომ ამის უკან დგას მთავრობა და მგონია, რომ ამის უკან დგანან მშიშარა კაცები, იმიტომ, რომ ისინი იმალებიან დაფინანსებული კამპანიის უკან. თუ ვინმეს რამე კითხვა აქვს, მოვიდეს, დამელაპარაკოს, შეგვიძლია ვიკამათოთ ყველა ჩვენს ანგარიშზე, რომელიც აქამდე გამოგვიქვეყნებია. ამიტომ, მე მათ მოვუწოდებ, რომ არ შეეშინდეთ ჩემი, გამოჩნდნენ და მკითხონ, რის კითხვაც უნდათ," - განაცხადა გიგაურმა.
დღეს ტელეჟურნალისტებთან შეხვედრისას საქართველოში აშშ-ის ელჩის დანიშვნის შესახებ დასმულ შეკითხვას, ბიძინა ივანიშვილმა უპასუხა:
„ეკა გიგაურს მინიშნებებით ვანიშნე, რომ კარგი იქნება, გავიდეს ამ სექტორიდან, რადგან მისი იქ ყოფნა ცუდ სამსახურს უწევს სამოქალაქო სექტორს. მისი გამოსვლებით ის ცდილობს, ქვეყანა არათუ შიგნით დააზიანოს, ახლა წავიდა მოუკრეფავში, რომ თითქოს ამერიკის ელჩს არ ნიშნავს ივანიშვილი. წარმოუდგენელ თამაშში შევიდა ეკა გიგაური. ამაზე პასუხის მცდელობაც არ მექნება.
„ეკა გიგაურს შევახსენებდი, რომ უკვე სამი წელია სასამართლოში არ ცხადდება," - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის თანამდებობაზე ბრიჯიდ ბრინკის კანდიდატურას „ქართული ოცნება" ბლოკავს, რადგან ივანიშვილის ამერიკის მდივნის ყოფილი თანაშემწის დანიშვნას ეწინააღმდეგება, - ამის შესახებ გუშინ არასამთავრობო ორგანიზაციის „საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა „რუსთავი 2"-თან საუბრისას განაცხადა.
„ერთადერთი შემიძლია ვთქვა ის, რომ სხვადასხვა პიროვნებისგან მე ამის შესახებ მსმენია. თუ ეს ასე არის, ცხადია, ჩემთვის ეს პრობლემატურია იმიტომ, რომ მე ვფიქრობ, რომ როდესაც შენი პარტნიორი მთავარი ქვეყანა ნიშნავს ელჩს, ამას წინააღმდეგობა ნამდვილად არ უნდა გაუწიო, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ნამდვილად არ ვიცი, რამდენად ზუსტი არის ეს ინფორმაცია" - განაცხადა ეკა გიგაურმა.
ცნობისათვის, ბრიჯიტ ბრინკი 2011-2014 წლებში აშშ-ის ელჩის მოადგილე იყო საქართველოში, შემდეგ კი იგი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე გახდა.