ია აბულაშვილი
27.10.2018

 სოციოლოგიური კვლევების შედეგებით, რომელიც ბოლო დღეებში გამოქვეყნდა, სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს. "ოცნების" მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, მათი მხარდაჭერილი კანდიდატი 54%-ით არჩევნებს პირველსავე ტურში იგებს. "ევროპული საქართველოს" დაკვეთით ჩატარებულ კვლევაშიც სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს. მას მოსახლეობის 16% აძლევს ხმას, დავით ბაქრაძეს - 14%, გრიგოლ ვაშაძეს - 12%, რომელიც "რუსთავი 2"-ის მიერ ჩატარებული კვლევით პირველ ადგილზეა.

ექსპერტი დემურ გიორხელიძე ამბობს, რომ არჩევნებში გამარჯვების ყველაზე მაღალი შანსი სალომე ზურაბიშვილს აქვს.

"ვერ გეტყვით, საქართველოს მასშტაბით მოსახლეობაში რა განწყობაა კანდიდატებთან მიმართებით, თუმცა, ჩემი აზრით, სხვებთან შედარებით, გამარჯვების ყველაზე მაღალი შანსი ალბათ სალომე ზურაბიშვილს აქვს. რაც შეეხება მეორე ტურს, თუ ხელისუფლებამ რაიმე შეცდომა არ დაუშვა, მეორე ტური ნაკლებად სავარაუდოა. იმ შემთხვევაში, თუ არჩევნების შედეგები ხალხის განწყობას შეეწინააღმდეგება, გამორიცხული არ არის, სერიოზული პროცესები დაიწყოს" - ამბობს დემურ გიორხელიძე.

რაც შეეხება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას, რომელსაც ექსპერტები საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ არ გამორიცხავენ, დემურ გიორხელიძის თქმით, ვადამდელი არჩევნების ჩატარების აუცილებლობა დადგება იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ იქნება ადეკვატური იმ ნეგატიური განწყობის მიმართ, რომელიც მოსახლეობაში არსებობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×